ახალი ამბები

პრემიერი პრეზიდენტზე: მავნებელი ოპოზიციისა და ქვეყნის მტრების განცხადებებს იმეორებს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მთავრობა მას უცხოურ ვიზიტებზე უარს ეუბნება და რომ ხელისუფლების განცხადებები საქართველოს კანდიდატის სტატუსის დაცვაში ხელს უშლის, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ იგი „იმეორებს ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს“.

პრემიერმა ღარიბაშვილმა 11 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ძალიან სამწუხაროა“, რომ სალომე ზურაბიშვილი „მათ ნარატივში ჩაჯდა“.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მან უცხოეთში ვიზიტების თაობაზე პრეზიდენტის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო, პირველ რიგში, არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ერთი და მეორე, მთავარი, ჩვენი ქვეყანა იმართება კანონით, კანონებით და კონსტიტუციით“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

„თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი“, – იკითხა მან.

საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადა 3 მარტს წარადგინა. ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებას 23-24 ივნისისთვის ელოდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button