ახალი ამბები

აბაშიძემ და კარასინმა ცხინვალის რეგიონის რეფერენდუმზე ისაუბრეს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თბილისთან ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმის საკითხი განიხილა.

„მოკლედ განვიხილეთ“, – იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება საერთაშორისო ეკონომიკური სამიტის – „რუსეთი – ისლამური სამყარო: KazanSummit 2022“ ფარგლებში გააკეთა.

„ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელიც ჩვენ ქართველ პარტნიორებს აწუხებთ, ყურადღებით ვადევნებთ ამას თვალს“, – დასძინა კარასინმა.

„ტასი“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ მან აცნობა მოსკოვს რეფერენდუმთან დაკავშირებით თბილისის უარყოფით დამოკიდებულებაზე. როგორც ცნობილია, ოკუპირებული რეგიონი რუსეთთან მიერთებისკენ ისწრაფვის.

ამ ინფორმაციამდე რამდენიმე დღით ადრე, კრემლის პრესპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 17 მაისს განაცხადა, რომ ამჟამად მოსკოვი ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე არ მუშაობს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი „უპირველეს ყოვლისა, რესპუბლიკის მცხოვრებთა, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საკითხია და სწორედ მათ თვალსაზრისზე უნდა მოხდეს ორიენტირება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button