ახალი ამბები

კრემლი ოკუპირებული ცხინვალის რეფერენდუმს ეხმიანება

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ გუშინ კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ამჟამად მოსკოვი ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე არ მუშაობს.

ამავე ინფორმაციით, პესკოვმა აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმი, რომლის ინიციატორიც რეგიონის ჯერ კიდევ მოქმედი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვია, „რესპუბლიკაში არსებულ საერთო განწყობას, რესპუბლიკის მცხოვრებთა და მისი წინა ხელმძღვანელის დამოკიდებულებას ასახავს“.

„თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთში არანაირი ქმედებები არ ხორციელდება ამ კუთხით“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

კითხვაზე მიიჩნევს თუ არა კრემლი, რომ არსებულ სიტუაციაში ასეთი რეფერენდუმის გამართვა სწორია, პესკოვმა განაცხადა, რომ „ეს, უპირველეს ყოვლისა, რესპუბლიკის მცხოვრებთა, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საკითხია და სწორედ მათ თვალსაზრისზე უნდა მოხდეს ორიენტირება“.

ცხინვალის რეგიონის მომავალმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან შეუდგება, ზოგადად რეფერენდუმის იდეას მხარი დაუჭირა, თუმცა ეჭვები გამოთქვა სათანადო დროის შერჩევასთან დაკავშირებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button