ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა და მასთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე იმსჯელა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილი განაცხადის მიმართ გერმანიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. მანვე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს გაუსვა ხაზი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button