Placeholder canvas
ახალი ამბები

2021 წელს საქართველოს რეალური მშპ 10.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 21 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 10.4%-ით გაიზარდა.

გასულ წელს, მშპ მიმდინარე ფასებში 60.2 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელს 22.3%-ით აღემატება. ამასთან, 2021 წელს მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 10.8% იყო.

საქსტატის ცნობით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ხელოვნება, გართობა და დასვენება (43.1%); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (33.5%); განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (29.8%); ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (28.7%); ტრანსპორტი და დასაწყობება (27.6%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (23.9%); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (23.5%); ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (19.9%); სამთომოპოვებითი მრეწველობა (13.5%); უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2%); დამამუშავებელი მრეწველობა (9%).

საქსტატის ცნობით, კლება შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: მშენებლობა (-21.8%); განათლება (-2.3%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-1.4%); სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-0.9%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button