ახალი ამბები

იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობა 49.2%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 14 მარტს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 49.2%-ით გაიზარდა და 2.54 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

54.5%-ით – 760.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 47%-ით – 1.78 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. 1 მლრდ აშშ დოლარი იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც  საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button