ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს

„მე მინდა, მივმართო უკრაინელ ხალხს და მას დავუდასტურო მთელი საქართველოს მხარდაჭერა [და] სოლიდარობა ამ ომში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში.

„[მინდა] გამძლეობა ვუსურვო. იმიტომ, რომ დღეს უკრაინა იბრძვის ყველასთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„[უკრაინა] იბრძვის საქართველოსთვის, იბრძვის მთლიანი ევროპისთვის და იბრძვის თავისუფლებისთვის“ , – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

„დიდება უკრაინას“, – მიმართა პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს მშობლიურ ენაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button