skip to content
ახალი ამბები

სალომე სამადაშვილი ლელოს პოლიტიკური მდივანი გახდა

სალომე სამადაშვილი, რომელმაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მაისში დატოვა, პარტია ლელო საქართველოსთვის პოლიტიკური მდივანი გახდა.

2 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ლელო მოქალქეებს ახალ პერსპექტივებს სთავაზობს, რომელსაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ.

მისივე თქმით, ლელო არის, „პატრიოტების“, ასევე „თავისუფლებისთვის“ და „თავისუფალი ადამიანების“ გაერთიანება, რომელსაც „აქვს უამრავი იდეა, იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალქე გახდეს წრმატებული და ჩვენი ქვეყანაც იყოს წარმატებული“.

მანვე „გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში“, იმ „მოჯადოებული წრის“ გარღვევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა აღმოჩნდა.

„ამ დაპირისპირებამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც ურთიერთგანადგურების რეჟიმშია, მძევლად აიყვანა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების მომავალი“, – დასძინა სალომე სამადაშვილმა.

თავის მხრივ, ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სამადაშვილის სახით, მის პარტიაში „ასეთი სერიოზული ძალის“ შემომატების მნიშვნელობა აღნიშნა და იმ გამოწვეებთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც საქართველო, უკრაინა და, ზოგადად, რეგიონი დგას, „პროდასავლური“ ძალების გაერთიანებას საჭუროებას გაუსვა ხაზი.

სალომე სამადაშვილი ლელოსთან 2021 წლის 13 მაისიდან, საპარლამენტო ფრაქციაში – ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის – გაწევრიანების შემდეგ არის დაკავშირებული. ამ დრომდე იგი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მსახურობდა.

სალომე სამადაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მას შემდეგ დატოვა, რაც დაპირველად, ამ უკანასკნემლმა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი არ მოაწერა. იგი ევროკავშირის ჩართულობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმებას ხელი პარტიისგან დამოუკიდებლად მოაწერა.

სალომე სამადაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას სიით მოხვდა. 2016-2020 წლებში, იგი პარლამენტში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button