skip to content
ახალი ამბები

პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი დანიშნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჯანდაცვის ახალ მინისტრად თავდაცვის მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე, ზურაბ აზარაშვილი დანიშნა. აზარშვილმა პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე შეცვალა, რომელიც 9 დეკემბერს გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე, აზარაშვილი 2021 წლის თებერვლიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე, იგი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორის პოსტზე მსახურობდა. უფრო ადრე, მას სს თბილავიამშენის გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა.

იგი ESM-ის (მენეჯმენტის ევროპული სკოლა) ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს ფლობს. კარიერის განმავლობაში, მას სხვადასხვა კომერციულ ბანკში, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ბანკ ქართუში მმართველ პოზიციებზე მუშაობდა.

მისი წარდგენისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ აზარაშვილს ფინანსების მართვის „დიდი გამოცდილება“ აქვს და არის „ძალიან ძლიერი მენეჯერი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button