ახალი ამბები

პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 17 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე 78 ხმით 1-ის წინააღმდეგ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

მომავალი წლის ბიუჯეტში შემოსულობები 19.36 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, საერთო ხარჯები კი – 19.17 მლრდ ლარს შეადგენს.

მომავალ წელს მთავრობა გადასახადებიდან 13.42 მლრდ ლარის, გრანტებიდან 341.8 მლნ ლარის მიღებას გეგმავს, სხვა შემოსავლები კი – 795 მლნ ლარი იქნება. ამასთან, 2022 წელს მთავრობა 4.4 მლრდ ლარის სესხის აღებას გეგმავს.

საქართველოს მთავრობა გაისად 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი კი – 8.9% იქნება, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე მაღალია.

სამინისტროებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button