ახალი ამბები

„იმედისა“ და „მთავარი არხის“ ეგზიტპოლების ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედმა“ და „მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლების ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგები გამოაქვეყნეს.

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებით 4 თვითმმართველ ქალაქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ, „მთავარი არხის“ ეგზიტპოლეიბთ კი – ნაციონალური მოძრაობის.

„იმედი“/გორბი– 18:00 სთ

თბილისი

  • კახა კალაძე – 57.2%;
  • ნიკა მელია – 42.8%.

ქუთაისი

  • იოსებ ხახალეიშვილი – 51.9%;
  • ხატია დეკანოიძე – 48.1%.

ბათუმი

  • არჩილ ჩიქოვანი – 50.8%;
  • გიორგი კირთაძე – 49.2%.

რუსთავი

  • ნინო ლაცაბიძე – 53.8%;
  • დავით კირკიტაძე – 46.2%.

„იმედის“ ცნობით ცდომილების საშუალო ზღვარ +/-2.5%-ია

მთავარი არხი“/ანოვა– 18:00 სთ

თბილისი

  • ნიკა მელია – 51%;
  • კახა კალაძე – 49%;

რუსთავი

  • დავით კირკიტაძე – 53%;
  • ნინო ლაცაბიძე – 47%.

ქუთაისი

  • ხატია დეკანოიძე – 53%;
  • იოსებ ხახალეიშვილი – 47%

ზუგდიდი

  • ანზორ მელია – 53%;
  • მამუკა წოწერია – 47%;

ბათუმი

  • გიორგი კირთაძე – 51%;
  • არჩილ ჩიქოვანი – 49%.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ანოვამ“ პირისპირ ინტერვიუები 5 ქალაქში ჩაატარა და ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 3%-ია. საგულისხმოა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი თავად ქალაქ ზუგდიდსა და 50 სოფელს აერთიანებს. ტელეკომპანიას არ დაუზუსტებია საველე სამუშაოები მოიცავდა მხოლოდ ქალაქს, თუ სოფლებსაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button