skip to content
ახალი ამბები

საარჩევნო უბნები დაიხურა, ხმის დათვლა დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3 664 საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ჯამში 1 815 776 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 51.92%-ია. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვი სულ 3 497 345 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ამომრჩეველთა აქტივობა 45.64% (1 569 992 ამომრჩეველი) იყო.

ცესკოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, „კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. დაფიქსირებული ხარვეზები ხმის მიცემის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი არ გამხდარა“.

საარჩევნო უბნების დახურვისთანავე სამმა ტელეკომპანიამ – „იმედიმა“, „მთავარმა არხმა“, და „ფორმულამ“ მათ მიერვე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების განსხვავებული შედეგები გამოაქვეყნეს.

ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში მერობისთვის ბრძოლა ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო, ამასთან მმართველმა გუნდმა პროპორციულ ნაწილში 43%-ზე მეტი მოიპოვა. პროპორციულ ნაწილში იმავეს ამბობს, „ფორმულას“ ეგზიტპოლის შედეგიც, თუმცა დედაქალაქში კალაძესა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას შორის მეორე ტური უნდა შედგეს. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური უნდა დაინიშნოს „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვითაც. ამასთან, პროპორციულ ნაწილში მმართველი გუნდის მხარდაჭერა 40%-ზე ნაკლებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button