skip to content
ახალი ამბები

სამი ეგზიტპოლის განსხვავებული შედეგები

საარჩევნო უბნების დახურვასთან ერთად, ტელეკომპანიებმა „იმედმა“, „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ მათივე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგები გამოაქვეყნეს.

იმედი

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, რომელიც 18:00 სთ-ის მდგომარეობით საქართველოს მაშტაბით არსებულ მონაცემებს ასახავს, პროპორციულ ნაწილში პარტიუებს შორის პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 47.6%;
  • ერთიანმა ნაციონალური მოძრაობა -27.1%;
  • საქართველოსთვის – 6.8%;
  • ლელო საქართველოსთვის – 2.8%;
  • გირჩი-მეტი თავისუფლება – 2.8%;
  • ევროპული საქართველო – 2.6%;
  • ლეიბორისტური პარტია – 1.8%;
  • პატრიოტთა ალიანსი – 1.5%;
  • მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი – 1.3%;
  • მოქალაქეები – 1%;
  • გირჩი – 0.9%.

რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატებს, „იმედის“ ეგზიტპოლების მიხედვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • კახა კალაძე – ქართული ოცნება – 51.3%;
  • ნიკა მელია – 34.6%;
  • გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 5.6%;
  • ანა დოლიძე – ხალხისთვის – 3.1%;
  • ანა ბიბილაშილი – ლელო საქართველოსთვის – 2%;
  • გიორგი ლომია – პატრიოტთა ალიანსი – 1%;
  • არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – ჩვენი გაერთიანებული საქართველო – 0.6%;
  • თამარ – კეკენაძე – მესამე ძალა/სტრატეგია აღმაშენებელი – 0.2%.

„იმედის“ ცნობით, ეგზიტპოლებისთვის საქართველოს მასშტაბით 120 უბანზე (მათ შორის 48 თბილისში) 11 000 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების საშუალო ზღვარი +/-3%-ია.

მთავარი არხი

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია იპსოსის გლობალის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით 17:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს, პროპორციულ ნაწილში პარტიებს შორის პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 38.6% (20:00 – 38.5%);
  • ერთიანი ნაციონლური მოძრაობა – 33% (20:00 – 31.9%);
  • საქართველოსთვის – 7.6% (20:00 – 7.7%);
  • გირჩი-მეტი თავისუფლება – 4.8% (20:00 – 4.8%);
  • ლელო საქართველოსთვის – 4% (20:00 – 3.7%);
  • ხალხისთვის – 2% (20:00 – 2.3%);
  • გირჩი – 1.6% (20:00 – 2.2%);
  • მოქალაქეები – 1.1% (20:00 – 1.3%);
  • ევროპული საქართველო – 1% (20:00 – 1%);
  • ლეიბორისტული პარტია – 1.%;
  • პატრიოტთა ალიანსი – 0.9%;
  • მესამე ძალა – 0.8%;
  • სხვა პარტიები – 3.6% (20:00 – 6.6).

რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატებს, „მთავარი არხის“ ეგზიტპოლების მიხედვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 40.8% (20:00 – 39.9%)
  • კახა კალაძე – ქართული ოცნება – 40.2% (20:00 – 40.5%);
  • გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 8.7% (20:00 – 8.9%);
  • ანა დოლიძე – ხალხისთვის – 3.5% (20:00 – 4.1%)
  • ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის – 2.6% (20:00 – 2.5%)

„მთავარი არხის“ ცნობით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-3%-ია. ეგზიტპოლის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით 2 500-მდე მოქალაქე გამოიკითხა. 

ფორმულა

„ფორმულას“ ეგზიტპოლებით კი, რომელიც 18:00 სთ-ის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, პროპორციულ ნაწილში პარტიებს შორის პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 46% (20:00 – 46%);
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 33% (20:00 – 33%);
  • საქართველოსთვის – 6% (20:00 – 6%);
  • ევროპული საქართველო – 2% (20:00 – 2%);
  • გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის – 2% (20:00 – 2%);
  • ლელო საქართველოსთვის – 2% (20:00 – 2%);
  • მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 1% (20:00- 1%);
  • ხალხისთვის – 1% (20:00- 1%);
  • გირჩი – 1% (20:00 – 1%);
  • ლეიბორისტული პარტია – 1% (20:00 – 1%);
  • პატრიოტთა ალიანსი – 1% (20:00 – 1%);
  • მოქალაქეები – 1% (20:00 – 1%).

დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის კი – პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • კახა კალაძე – 43% (20:00 – 44%);
  • ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39% (20:00 – 40%);
  • გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 7% (20:00 – 7%);
  • ანა დოლიძე – ხალხისთვის – 4% (20:00 – 5%);
  • ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის – 2% (20:00 – 2%);
  • გიორგი ლომია – პატრიოტთა ალიანსი – 1% (20:00 – 1%);
  • არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – ჩვენი გაერთიანებული საქართველო – 1% (20:00 – 1%);
  • თამარ კეკენაძე – მესამე ძალა/სტრატეგია აღმაშენებელი 1% (20:00)

ფორმულას ცნობით, საქართველოს მასშტაბით, 14 660 მოქალაქე გამოიკითხა. შედეგების ცდომილების საშუალო ზღვარი – +/-2%-ია.

„ფორმულას“ ინცორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით პარტიებს შორის პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 41% (20:00 – 41%);
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 31% (20:00 – 31%);
  • საქართველოსთვის – 7% (20:00 – 7%);
  • გირჩი-მეტი თავისუფლება – 5% (20:00 – 5%);
  • ლელო საქართველოსთვის – 3% (20:00 – 3%);
  • მოქალაქეები – 2% (20:00 – 2%);
  • ხალხისთვის – 2% (20:00 – 2%);
  • გირჩი – 2% (20:00 – 2%);
  • დროა – 2% (20:00 – 2%);
  • ევროპული საქართველო – 2% (20:00 – 2%);
  • ლეიბორისტული პარტია – 1% (20:00 – 1%);
  • მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 1% (20:00 – 1%).

„ფორმულას“ ცნობით, 6 783 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების საშუალო ზღვარი +/-3%-ია.

შენიშნა: მასალა ტელეკომპანიების მიერ 20:00 სთ-ის დროით განახლებული მონაცემების შესაბამისად შეიცვალა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button