ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ვენაში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 7-დან 9 სექტემბრამდე სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფება, სადაც ის  პარლამენტის სპიკერების მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება და შეხვედრებს გამართავს.

პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის დედაქალაქში უკვე შეხვდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მარგარეტა სედერფელტს, სადაც საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე ისაუბრეს.

ასევე, კახა კუჭავა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად ასევე შეხვდა ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს, იური რატასს.

პარლამენტის სპიკერმა შეხვედრები გამართა სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტთან, ალენ სიმონიანთან და კამერუნის სენატის პრეზიდენტთან, მარსელ ნიატ ნჯიფენჯისთანაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button