skip to content
ახალი ამბები

პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა თბილისში ვიზიტი დაასრულა 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 13 აგვისტოს განცხადებით, პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი სლავომირ დრუმოვიჩი თბილისს სტუმრობდა, სადაც ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი შეაფასა.

სამინისტროს ინფორმაციით, სლავომირ დრუმოვიჩს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ვიზიტის თარიღები არ დაუკონკრეტებია.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლონელმა გენერალმა საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ „პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button