skip to content
ახალი ამბები

საქართველოს თაცდაცვის მინისტრი საბერძნეთში ბერძენ კოლეგას შეხვდა 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 14 ივლისს საბერძნეთში თავის ბერძენ კოლეგას, ნიკოლაოს პანაგიოტოპოულოსს შეხვდა და ორმხრივი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ვიზიტის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძემ ათენში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის და უსაფრთხოების გამოფენაში DEFEA 2021 მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელიც საბერძნეთში კოლეგის მიწვევით იმყოფება, ასევე მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის დისკუსიაში, რომელმაც უსაფრთხოების სფეროში 27-წევრიანი ბლოკის მთავარ ინიციატივებზე იმსჯელა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button