skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები რუსეთ-საქართველოს ომის მეცამეტე წლისთავის შესახებ 

რუსეთ-საქართველოს ომის მეცამეტე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი „კვლავაც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„რთული გეოპოლოტიკური სიტუაციით გამოწვეული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები პანევროპული ოჯახის ნაწილი არიან და მათ თავისუფლად და უმრავლესობით აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა“, – ნათქვამია 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში, რომლის ავტორებიც არიან კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიკსერი.

მიესალმნენ რა საქართველოს ხელისუფლების მზაობას დიალოგისთვის, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ „მზად არიან ხელი შეუწყონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“ და მოუწოდეს რუსეთს, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს“.

ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე „დე ფაქტო კონტროლის განმახორციელებენ ქვეყანას“, რომ ევროკავშირის სადამკვიდვებლო მისიას ორივე ოკუპირებულ რეგიონში შეუფერხებელი შესვლის საშუალება მისცეს, შეაჩეროს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი, დაასრულოს ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევები, კერძოდ – ეთნიკურობის საფუძველზე, უზრუნველყოს ასეთი დარღვევების ჩამდენთა დასჯა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება წინაპართა მიწაზე“.

ევროპარლამენტარებმა ასევე განაცხადეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით გამოწვეული სარგებელი მიიღონ, რასაც ხელს უწყობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რადგან ისინი კვლავაც რუსული ოკუპაციით გამოწვეულ ტკივილს განიცდიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button