ახალი ამბები

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

არჩევნების დღის დანიშვნით წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული რიგი სამართლებრივი ვალდებულებები. 

ქვეყანა მორიგ საარჩევნო ციკლში შედის, რადგან პოლიტიკოსები 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჯერ კიდევ საარჩევნო ციებ-ცხელებაში არიან ჩაფლულნი.  

ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღის წინ 19 აპრილის შეთანხმება ისე დატოვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობას მასზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი. 

შეთანხმებიდან გამოსვლით, მმართველი პარტია იხსნის ვალდებულებას, რომ თუკი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. 

პრეზიდენტის განკარგულების გამოცემამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ექვსთვიანი ვადით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარედ აირჩია. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ვინაიდან ვერ მოხერხდა იმგვარი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში, „საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობას უკავშირდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button