skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო „პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ საუბრობს 

საქართველოს საპატრიარქომ 29 ივნისს მოუწოდა ევროპარლამენტის ლგბტ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს, რომ „თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისგან“. იმავე განცხადებაში საპატრიარქომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას – გარდაუვალი შფოთი“.

საქართველოს საპატრიარქომ „პრაიდის“ ორგანიზატორები „ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ღონისძიება „შეიცავს პროვოცირების ნიშნებს, კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას“.

„აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი“, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქომ და დასძინა, რომ „თბილისი პრაიდი“ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს ლახავს.

წინაისტორია

„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული ღონისძიებები 1-5 ივლისს იგეგმება. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ახალ პოლიტიკურ მოძრაობასთან – „ერთობა, რაობა, იმედი“ დაკავშირებული პირები 5 ივლისს პრაიდის აქტივსტების „ღირსების მარშის“ პარალელურად კონტრაქციის მოწყობას გეგმავენ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 17 ივნისს განაცხადა, რომ „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებს „უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“ და რომ „ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button