15 პოლიტიკური პარტია ლგბტ პირთა უფლებების დაცვაზე შეთანხმდა
ლგბტ პირთა უფლებების დამცველი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ 16 მაისის განაცხადებით, 15 პოლიტიკური პარტია შეთანხმდა, რომ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლოს ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.
ხელმომწერი პარტიები არიან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი; ევროპული საქართველო; გირჩი – მეტი თავისუფლება; რესპუბლიკური პარტია; კანონი და სამართალი; სტრატეგია აღმაშენებელი; ლელო საქართველოსთვის; რეფორმერი; მოძრაობა „დროა“; „სამართლიანობისთვის“; „ერთიანი საქართველო, თავისუფალი დემოკრატები“; „პროგრესი და თავისუფლება“; „გამარჯვებული საქართველო“.
„თბილისი პრაიდის“ განაცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, დაიცვან თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. პარტიები ასევე შეთანხმდნენ, რომ არ დაუშვან პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივება და სიძულვილის ენის გამოყენება.
? Historical agreement in #Georgia on LGBTQI rights.
✊ Past months, #TbilisiPride worked with all pro-western political groups and we're proud to announce that, 15 political parties signed a pledge on #LGBTQI rights.
??This is a truly symbolic moment for our movement. pic.twitter.com/qcTSl7DZc4— Tbilisi Pride (@TbilisiPride) May 16, 2021
განცხადება წინ უძღვოდა ჰომოფობიისა, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ამავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2014 წლიდან ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)