skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 17 ივნისის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან „რუსეთის საოკუპაციო ძალების“ მიერ ერთი წლის წინ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს.

სუს-ის ცნობით, ხეთერელის საკითხზე უწყებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა. ამასთან, მისი გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ოსურმა მხარემ ე.წ. „საზღვრის უკანონოდ კვეთის“ ბრალდებით დაკავებული ხეთერელი ქართულ მხარეს „სასჯელის“ მოხდის შემდეგ გადასცა.

მედიის ცნობით, ლაშა ხეთერელი „საზღვრის უკანონოდ კვეთის“ ბრალდებით 2019 წლის აგვისტოშიც დააკავეს და იმავე წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button