skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიერ  14 მაისის განცხადებით, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია.

ამავე განცხადებით, ჯაფარიძის დაკავების შესახებ ცნობა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 21 აპრილს, „ცხელი ხაზის“ საშუალებით გააზიარეს. თუმცა, უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ ინფორმაცია „დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა“.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ჯაფარიძე ე.წ. გამყოფი ხაზის „უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button