skip to content
ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები საქართველოს ეწვევიან 

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა „გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს  მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად“.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს 28 მაისის განცხადებით, თბილისში სენატორები საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდებიან.

საქართველოს გარდა, დელეგაცია ლიეტუვასა და უკრაინასაც ეწვევა.

„რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვუჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ და ქართველ ხალხს“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა და დასძინა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინასა და საქართველოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. „ეს ორპარტიული ვიზიტი არის ნათელი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენის ერთგული რჩება“, – დასძინა მან.

სენატორმა პორტმანმა განაცხადა, რომ საქართველოც და უკრაინაც „რუსეთის მხრიდან მძიმე საგარეო გამოწვევების წინაშე დგანან და მოწადინებულნი არიან, გაატარონ მნიშვნელოვანი საშინაო რეფორმები, რაც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის გადამწყვეტი ფაქტორია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button