
შაჰინი და რიში მიესალმებიან საქართველოს ელჩის დაბარებას და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ და არა აშშ უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას
ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში მიესალმნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ელჩის დაბარების გადაწყვეტილებას და მოუწოდეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, „ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილების განხორციელებამდე“, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილოს.
„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: სწორედ „ქართული ოცნება“, და არა აშშ, უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უნარს“, – აღნიშნეს სენატორებმა 8 ოქტომბრის განცხადებაში, სადაც „მიუღებლად“ შეაფასეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ აშშ-ის მთავრობის ყოფილი თანამშრომლების მიზანში ამოღება „უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებით, რომ ისინი თითქოს ძირს უთხრიან საქართველოს ხელისუფლებას“.
სენატორებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ ძალიან აშფოთებთ „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებაა“ და „ქართული ოცნების“ „შემაშფოთებელი ქმედებები“ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.
This post is also available in: English