ახალი ამბები

სოხუმმა „საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან“ თბილისთან დიალოგის შესახებ პუნქტი ამოიღო 

აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 25 მაისს აფხაზეთის „საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში“ თბილისთან მოლაპარაკებებისთვის დამატებითი ფორმატების შექმნის შესახებ პუნქტის ამოღების თაობაზე განკარგულებას მოაწერა ხელი.

ცვლილება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობების მოგვარების შესახებ ნაწილს ეხება, რომელიც სოხუმსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატების ფორმირებისთვის პირობების შექმნას ითვალისწინებს იმ საკითხების განსახილველად, რომელთა მოგვარებაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში შეუძლებელია.

ამჟამად მოქმედი კონცეფცია სოხუმმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო და მას უკვე ამოღებული პუნქტის თაობაზე ოპონენტების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button