skip to content
ახალი ამბები

ევროპელი და ამერიკელი დეპუტატები ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ამერიკელმა და ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.

ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა 12 მაისს განაცხადა – „ახლა, როდესაც ნიკა მელია თავისუფალია, ვიმედოვნებ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი გასული თვის შეთანხმებაზე, შეასრულებენ თავიანთ დაპირებას, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, საკუთარ ადგილებს დაიკავებენ პარლამენტში და სხვა ხელმომწერებთან ერთად იმუშავებენ, რათა საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ეს უსიამოვნო თავი დახურონ“.

ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა 11 მაისს ასევე მოუწოდა ნაციონალურ მოძრაობას, შეწყვიტოს ბოიკოტი და საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს. მისი თქმით, მმართველი პარტიის მიმართ „დასაბუთებულ კრიტიკას ბევრად უკეთესი რეზონანსი აქვს პლენარული დარბაზის შიგნით, ვიდრე შეძახილებს გარედან“.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა, განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით საქართველოს პარლამენტი „ბევრად სამართლიანი გახდა და ახლა ოპოზიციას ძლიერ პლატფორმას სთავაზოვს“. „უკომპრომისო პოლიტიკური თამაშები საკმარისია, რადგანაც ისინი მხოლოდ აზიანებს საქართველოს“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button