Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი სახალხო დამცველს მხარს უჭერს და „პოლიტიზირებულ თავდასხმებს“ გმობს

22 მარტს საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია „სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას“.

აღნიშნა რა, რომ სახალხო დამცველის ოფისი „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია“, აშშ-ის საელჩომ მოუწოდა პარლამენტს, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ელჩთან შეხვედრაზე მან იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელსაც აპარატი ბოლო თვეების განმავლობაში აწყდება და რაც შესაძლოა, ხელს უშლიდეს, ან აბრკოლებდეს სახალხო დამცველის მანდატის სრულყოფილად განხორციელებას, მათ შორის, ნახევრად ღია ტიპის ციხეებში ვიზიტებთან დაკავშირებით.

„ელჩის ვიზიტი კიდევ ერთი დადასატურებაა იმ ფაქტის, რომ შეერთებული შტატების მთავრობა მუდმივად უცხადებს მხარდაჭერას სახალხო დამცველის აპარატს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბოლოს ქართული ოცნების დეპუტატების კრიტიკის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დაგმო.

იმ დროსისთვის ქართული ოცნების დეპუტატმა და ამჟამად კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მაშინ განაცხადა, რომ ის სახალხო დამცველს „სერიოზულ და კომპეტენტურ“ პირად არ მიიჩნევს. მანამდე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ქართული ოცნების მოქმედმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლომჯარიას ოპოზიციის ომბუდსმენი უწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button