skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანებიან

ევროპარლამენტის წევრები – ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო საქართველომ, „ქვეყანამ, რომელიც სხვებისთვის მაგალითი იყო და ახლა 90-იანი წლების მშფოთვარე წარსულისკენ დაიწყო უკუსვლა“.

თავის მხრივ, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის შესაძლო დაკავებით, საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას საფრთხე შეექმნა.

მან მოუწოდა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ და დიალოგი დაიწყონ. „მათ ყველას აკისრიათ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე“, – დასძინა კუბილიუსმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button