ახალი ამბები

კახეთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავთ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო გადაადგილების შედეგად, სამ რეგიონში – კახეთში, გურიასა და სამცხე ჯავახეთში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორები შეიცვალნენ.

შსს-ში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ბერიკაშვილმა. უწყების განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განაგრძობს იგი საქმიანობას.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე ბერიკაშვილი გურიის პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა კახაბერ მურადაშვილმა შეცვალა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტიდან გურიაში გადაინაცვლა ლევან ხარაბაძემ.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი გურამ ზესაშვილი გახდა, რომელიც ბოლოს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button