Placeholder canvas
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა 30 დეკემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2752 ლარი იყო.

ეს 2020 წლის 13 მარტიდან დღემდე, უკვე 26-ე აუქციონია, სადაც სებ-მა ჯამში 873 222 000 დოლარი გაყიდა.

მოცემული მომენტისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2795 ლარია. ეროვნულ ბანკის ცნობით, 31 დეკემბერს 1 აშშ დოლარი 3.2766 ლარი ეღირება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button