skip to content
ახალი ამბები

ევროპულმა საქართველომ პარტიული სიის ნაწილი წარადგინა

პარტია ევროპულმა საქართველომ 29 სექტემბერს პარტიული სიის ნაწილი წარადგინა. სიის წარდგენისას, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა, თათია ვახტანგაძემ თქვა, რომ სიაში დღეს დასახელებული კანდიდატების რიგითობა პირობითია და ის შეიცვლება.

ევროპული საქართველოს პარტიული სიის ნაწილი ასე გამოიყურება:

  • გიგი უგულავა;
  • ტარიელ ნაკაიძე;
  • გოჩა გურგუჩიანი;
  • ლევან თარხნიშვილი;
  • ზურაბ ჩილინგარაშვილი;
  • არსენ კარაპეტიანი;
  • აჰმედ იმამყულიევი;
  • ირინე აფხაზავა;
  • გიორგი კანდელაკი;
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი;
  • მაია კაციტაძე;
  • გიორგი ღვინიაშვილი;
  • სერგო რატიანი;
  • ელენე ოზაშვილი;
  • მალხაზ პატარაია;
  • ირაკლი კიკნაველიძე;
  • მარიამ რამინაშვილი;
  • ოთარ კახიძე;
  • ირაკლი აბესაძე;
  • ლელა ქებურია;
  • გიგა ბოკერია;
  • აკაკი ბობოხიძე;
  • ნინო გოგუაძე;
  • ზაზა კედელაშვილი;
  • ზურაბ ბუცხრიკიძე;
  • ირმა ნადირაშვილი;
  • გიგი წერეთელი;
  • სერგი კაპანაძე;
  • ხათუნა გოგორიშვილი;
  • არმაზ ახვლედიანი;
  • ელენე ხოშტარია;
  • შალვა შავგულიძე;
  • დავით ბაქრაძე.

ღონისძიებაზე შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელიც „ქვეყანას გამოიყვანს გაჭირვებიდან, უიმედობიდან“ და მოიტანს „გარდამტეხ ცვლილებებს“.

მანვე თავისი პარტიის ის „გამორჩეული თვისებაც“ დაასახელა, რომელიც „მას საქართველოში ყველა სხვა პარტიისგან განასხვავებს“. ამ კონტექსტში ბაქრაძემ პარტიის სარჩევნო სიის რიგითობის განსაზღვრაში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარლამენტში ის „ღირსეული“ კანდიდატები მოხვდებიან, „ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი“.

„ჩვენი პარტია არის იმის მაგალითი, სადაც გადაწყვეტილებას მთლიანად მიიღებს ამომრჩეველი და თქვენ გადაწყვეტთ, თუ ვინ იქნება თქვენი წარმომდგენელი საქართველოში“, – თქვა ბაქრაძემ.

მანვე ისიც განმარტა, თუ რატომ არ ასახელებს პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს ამბიცია არა „სკამების განაწილება“, არამედ ხალხის სამსახურში ყოფნა და მათზე ზრუნვაა.

„გუნდში ლიდერები არ გვაკლია, ამ სცენაზევე მინდა გითხრათ მინიმუმ 4-5 ადამიანი, რომელიც იქნება საქართველოს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, [მაგრამ] ჩვენი მთავარი ამოცანაა ვემსახუროთ ხალხს, მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები და ქვეყანა წავიყვანოთ წინ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button