ახალი ამბები
ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში „ადგილობრივი არჩევნები“ გადაიდო
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ 24 სექტემბერს „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს“ უფლებამოსილება 2021 წლის 11 აპრილამდე გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ნოემბერს დაგეგმილი „ადგილობრივი არჩევნები“, სავარაუდოდ, გადაიდება.
ოკუპირებულ რეგიონში გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე მიიღეს.
დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 1 177 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 61 24 სექტემბერს დაფიქსირდა. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან 360 პაციენტი განიკურნა, 8 კი – დაიღუპა. ამასთან, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 809-ს შეადგენს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)