skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთისა და ცხინვალის „პრეზიდენტებმა“ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების პლებისციტში მისცეს ხმა

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის „პრეზიდენტებმა“ – ასლან ბჟანიამ და ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის საკონსტიტუციო შესწორებების პლებისციტში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად, რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 2036 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს.

ოკუპირებული აფხაზეთის ახლადარჩეულმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, პლებისციტში საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ მისცა ხმა. იგივე მოიმოქმედა ანატოლი ბიბილოვმაც.

ბიბილოვმა აღნიშნა, რომ იგი, როგორც რუსეთის მოქალაქე, „ვალდებულია, ხმა ცვლილებების სასარგებლოდ მისცეს“, რაც „აუცილებელია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ სამხრეთ ოსეთისთვისაც“.

მანამდე, ივნისში, ოკუპირებული რეგიონების „პრეზიდენტები“ მოსკოვს სტუმრობდნენ, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button