ახალი ამბები

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად გელა გიორგაძე დაინიშნა

Tags

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს. ამ თანამდებობაზე თადარიგის ოფიცერი გელა გიორგაძე დაინიშნა. იგი მოვალეობის შესრულებას 20 თებერვლიდან შეუდგა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციისვე ინფორმაციით, გელა გიორგაძე 1998-2019 წლებში თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო თავდაცვის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში.

გელა გიორგაძემ ამ თანამდებობაზე დიმიტრი ლეჟავა ჩაანაცვლა, რომელსაც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი 2019 წლის 8 ივლისიდან ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button