Placeholder canvas
ახალი ამბები

საქსტატი: მშპ-ის ზრდამ ოქტომბერში 5.7% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 29 ნოემბერს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.7% შეადგინა.

2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1%-ით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.8% იყო.

მთავრობა 2019 წელს 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button