ახალი ამბები

განახლება: შსს-მ აქციის დაშლისას 37 პირი დააკავა

Tags

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 37 პირი დააკავა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი დეპუტატის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით დაკავებულთა შორის არიან: ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფრიძე, უფლებადამცველი ბექა ბასილაია, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურშის“ ერთ-ერთი წევრი გიგა მაქარაშვილი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრის დავით ბერძენიშვილის ვაჟი – ზუკა ბერძენიშვილი.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, „შსს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდართვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი ზომები მოჰყვება“.

შსს-ში აცხადებენ, რომ უწყების საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საკანონმდებლო ორგანოს შყველა შესასვლელი „ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა“.

უწყებისვე განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს მიიმდებარე ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარებს და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან“, – აცხადებენ უწყებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ჯამში 6 პირი დაშავდა, მათგან აქცის 4 მონაწილე, 2 კი – სამართალდამცველი. 

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button