სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორიიდან ბარიკადები აიღო

17:01 გაფრთხილების მიცემიდან 30 წუთის შემდეგ, სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეეობის დაშლა, ბარიკადების აღება და პიკეტირების მოხსნა დაიწყო. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ხელებაწეულები დახვდნენ. აქციის დაშლას წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება უსწრებდა. უწყებამ აქციის მონაწილეებს პიკეტირების მოხსნისკენ მოუწოდა, წინააღმდღეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება დააანონსა. მანამდე სამართალდამცველებს კანონიერი ქმედებების გამოყენებისკენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც მოუწოდეს. … ვრცლად სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორიიდან ბარიკადები აიღო