ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთს სტუმრობდა

Tags

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3-6 ნოემბერს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, შვედეთის სამეფოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის 10 წლისადმი მიძღვნილ მინისტერიალს დაესწრო.

5 ნოემბერს, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ენ ლინდემ და იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, იმსჯელეს აღმოსავლეთ ევროპაში ევროკავშირის ამბიციური პოლიტიკის მნიშვნელობაზე, გაღრმავებული და ხანგრძლივი თანამშრომლობიდან სარგებლის მიღებაზე, ასევე იმ სფეროებზე, რომლებზეც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უნდა ფოკუსირდეს მომავალში.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნად დარჩება მანამ, სანამ ქართველ ხალხს სჯერა ევროპის“. „ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ევროპის კარზე კაკუნს… დღევანდელი საქართველო მკვეთრად განსხვავდება 10 წლის წინანდელი საქართველოსგან. ევროპული ქვეყნებისთვის საქართველო დღეს არა მხოლოდ მეზობელი, არამედ სტრატეგიულო პარტნიორიცაა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა შვედეთს მინისტერიალის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასებისა და სამომავლო მიზნების დასახვისათვის. 2009 წელს პოლონელებისა და შვედების მიერ ინიცირებული ეს ფორმატი, მართლაც რომ, გარდამტეხი და ისტორიული აღმოჩნდა მთლიანად რეგიონისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატიდან მისი ასოცირებული პარტნიორის სტატუსამდე ტრანსფორმირდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შვედეთი ამაყობს არამხოლოდ იმით, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორი იყო, არამედ იმ შედეგებითაც, რაც ამ ინიციატივის ფარგლებში იქნა მიღწეული. ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებს ჩვენს აღმოსავლეთ ევროპელ მეზობლებთან. ‘აღმოსაველთ პარტნიორობას’ აქვს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო უწყების ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ ასევე თქვა, რომ შვედეთს სურს, რომ „’აღმოსავლეთ პარტნიორობის’ ინიციატივა უფრო ამბიციური და მომავალზე ორიენტირებული იყოს“. „მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორობა დარჩეს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის ინსტრუმენტად მათთვის, ვინც ევროპული ღირებულებებისა და ნორმებისკენ ისწრაფვის“, – დასძინა ლინდემ. 

სტოკჰოლმში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა თავის შვედ კოლეგას ენ ლინდეს, ასევე თავდაცვის მინისტრს პიტერ ჰულკვისტს, იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრს მორგან იოჰანსონს და ევროკავშირის საქმეთა სახელმწიფო მდივანს პაულა კარვალო ოლოვსონს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში, ზალკალიანმა სამმხრივი შეხვედრა მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან, ნიკო პოპესკუსთან და ვადიმ პრისტაიკოსთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button