ახალი ამბები

ბრიტანეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება რატიფიცირებულია

Tags

საქართველოს პარლამენტმა 30 ოქტომბერს 86 ხმით „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა ხელი ლონდონში 21 ოქტომბერს მოაწერეს.

შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. დოკუმენტი თანამშრომლობის ფართოს პექტრს მოიცავს და „სტრატეგიული პარტნიორობისთვის სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა, პარლამენტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button