ევროპამთავარი თემა

ავსტრიის არჩევნებში ექს-კანცლერ ქურცის პარტიამ გაიმარჯვა

10%-იანმა დანაკარგის გამო ულტრამემარჯვენე პარტია მესამე ადგილზე გავიდა

Via
Politico Europe
Source
Party of ex-chancellor Kurz wins Austrian election
Tags

ინგლისურად სტატიის ორიგინალის ავტორია ზია ვაიზემ (Zia Weise). ქართულად თარგმნა „სამოქალაქო საქართველომ“ (Civil.ge).

კვირას, 29 სექტემბერს, გამართულ ავსტრიის ვადამდელ არჩევნებში ყოფილი კანცლერის სებასტიან ქურცის პარტიამ გაიმარჯვა. სებასტიან ქურცს ხელახალი კანცლერობისაკენ გაეხსნა გზა.

ქურცის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ავსტრიის სახალხო პარტიამ (ÖVP) 37.2%-ით დამაჯერებლად გაიმარჯვა, როგორც ამას ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასწარი ეგზიტპოლი იუწყება.

ქურცის ყოფილი სამთავრობო კოალიციის პარტნიორი, ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია (FPÖ) მესამე ადგილზე გავიდა და 16% მოაგროვა, რაც წინა, 2017 წლის არჩევნებთან შედარებით 10%-იანი ვარდნაა. სოციალ-დემოკრატებმა (SPÖ) 22% აიღეს და მეორე ადგილზე გავიდნენ.

14.3% გაინაღდეს და პარლამენტს დაუბრუნდებიან ავსტრიელი „მწვანეები“, რომელთაც წინა არჩევნებზე ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს. ლიბერალურმა პარტია NEOS-მა 7.4% მოიპოვა.  

ბოლო ორ წელიწადში ეს ავსტრიაში გამართული მეორე არჩევნებია. სახალხო პარტიისა და თავისუფლების პარტიის კოალიცია, რომელსაც სებასტიან ქურცი ხელმძღვანელობდა, გაზაფხულზე ე.წ. „იბიცას სკანდალის“ შემდეგ ჩამოიშალა. „იბიცას სკანდალი“ მოჰყვა ვიდეოს გავრცელებას, რომელშიც ჩანდა, რომ თავისუფლების პარტიის მაშინდელი ლიდერი ჰაინც ქრისტიან შტრახე ქალს, რომელიც მას მდიდარი რუსი ეგონა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ავსტრიაში სავაჭრო კონტრაქტების დადებაში დახმარებას ჰპირდებოდა.

ამის შემდეგ, ულტრამემარჯვენეები და სოციალ-დემოკრატები კანცლერ ქურცისათვის უნდობლობის ვოტუმის გამოსაცხადებლად გაერთიანდნენ, რასაც მაისში ქურცის გადაყენება მოჰყვა. მას შემდეგ ქვეყანას მოსამართლე ბრიგიტე ბიერლაინის (Brigitte Bierlein) დროებითი ტექნოკრატიული მთავრობა მართავს – ბიერლაინი პირველი ქალი კანცლერია [გარდამავალი კანცლერი] ავსტრიის ისტორიაში.

წყარო: ORF via Politico

ასევე წაიკითხეთ:

Show More

Related Articles

Back to top button