ახალი ამბები

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი შსს-ს კიდევ ერთ თანამშრომელს წარედგინა

Tags

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში შსს-ს კიდევ ერთ თანამშრომელს მიეცა.

პროკურატურის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე შსს-ს აღნიშნულმა თანამშრომელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე ფიზიკურად მაშინ იძალადა, როდესაც მის მიმართ „ფიზიკური ძალის გამოყენების წანაპირობა და აუცილებლობა“ არ არსებობდა.

საგამოძიებო უწყების განმარტებით შსს-ს თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების სამ წლამდე ჩამორთმევას გულისხმობს.

20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს, სამართალდამცველების მხრიდან აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში გამოძება 24 ივნისს დაიწყო.

ჯამში, ამ დრომდე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესახელო გადამეტების საქმეზე ბრალი სამ სამართალდამცველი აქვს წაყენებული. გამოძიების ფარგლებში შს მინისტრი გიორგი გახარიაც გამოიკითხია.

აქციის დაშლაზე შს მინისტრის მხრიდან პასუხისმგებლობის აღებისა და მისი თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით, ორ თვეზე მეტია, რაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარებს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გასტანს, სანამ გახარია პოსტს არ დატოვებს.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button