skip to content
ახალი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრაზე საქართველოზეც ისაუბრა

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, რომელიც 18 აპრილს მოსკოვს სტუმრობდა, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზეც ისაუბრა.

კალიულაიდმა გაზეთ „კომერსანტსგანუცხადა, რომ „მართალია, ესტონეთს და რუსეთს რთული საკითხებიც ჰქონდათ განსახილველი, თუმცა მეზობლებს შორის ყოველთვის შენარჩუნებულია რაღაც კონტაქტები და ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ესტონეთი, როგორც ევროკავშირის წევრი, „სრულად ემხრობა“ სანქციების ევროპულ მექანიზმს, ასევე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“.

კითხვაზე, თუ კონკრეტულად რაზე იმსჯელა ორმა პრეზიდენტმა საქართველოსთან მიმართებით, „სადაც კონფლიქტი დიდი ხანია გაყინულია“, ესტონეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „საქართველოს ახლა ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ჩვენ ვიმსჯელეთ, რისი გაკეთება შეიძლება“.

ესტონეთს გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის სტატუსის მიღება სურს და კერსტი კალიულაიდი მოსკოვში სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button