skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წელს

„საქსტატის“ მიერ 21 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 12.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წელს ექსპორტის მოცულობა 22.9%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 3.36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტის მოცულობა 14.9%–ით გაიზარდა და 9.12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2018 წელს 17.7%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 3.36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტმა ევროკავშირში 730.3 მილიონი აშშ შეადგინა, რაც 11.5%–ით მეტია წინა წელის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 19.5%–ით გაიზარდა და 2.63 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

 

2018 წელს, დსთ–სთან ვაჭრობა 25%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 4.37 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 41.6%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 1.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 16.5%–ით გაიზარდა და 1.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის წინასწარი მონაცემებით, თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად 1.7 მილიარდ აშშ დოლარიანი ბრუნვით; შემდეგ მოდიან რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი 1.37 მილიარდი, 1.09 მილიარდი და 1.03 მილიარდი აშშ დოლარით, შესაბამისად.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ უკრაინასთან 690.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის სომხეთი – 627.3 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 519.6 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 482.3 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 440.4 მილიონი აშშ დოლარი; საფრანგეთი – 307.5 მილიონი აშშ დოლარი.

ექსპორტის კუთხით, აზერბაიჯანი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიის სათავეშია 502.7 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან რუსეთი, სომხეთი და ბულგარეთი 437.3 მილიონი, 284.9 მილიონი და 258.9 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.

იმპორტის კუთხით, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ 1.47 მილიარდი, 935.7 მლნ, 833.6 მლნ და 586 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად.

2018 წელს უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 504.1 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ავტომობილების რეექსპორტი – 408.9 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 352.6 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 196.9 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 148.8 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 147.2 მლნ აშშ დოლარი; არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 129.1 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 110.2 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 92 მლნ აშშ დოლარი; ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 69.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.2 მილიარდი აშშ დოლარი.

2018 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია 863.9 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 598.2 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 396.7 მლნ აშშ დოლარი; მედიკამენტები – 338.6 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – 283.9 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 198 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 186.8 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 126.6 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 114.9 მლნ აშშ დოლარი; აირის ტურბინები – 83.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 5.9 მილიარდი აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button