skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 15 იანვარს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა და ბახტაძემ „სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს“. მათ ასევე ისაუბრეს „მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ“.

პრეზიდენტმა პრემიერს ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში უმასპინძლა.

მსგავსი/Related

Back to top button