Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

ეგზიტპოლები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს

საარჩევნო უბნების დახურვასთან ერთად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, ქართულმა ოცნებამ და ევროპულმა საქართველომ მათივე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების სამი განსხვავებული შედეგი გამოაქვეყნეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების თანაბარი რაოდენობა – თითოეულმა 40 % მიიღო. მათ 10 %-ით დავით ბაქრაძე მოსდევს, 3 %-ით შალვა ნათელაშვილი, 2-2 %-ით კი დავით უსუფაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე.

ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით კი, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში იგებს. ეგზიტპოლის მიხედვით, ზურაბიშვილმა ამომრჩევლების ხმების 52.3 % მიიღო, მას 28.1 %-ით გრიგოლ ვაშაძე მოსდევს, 9.2 %-ით დავით ბაქრაძე, 10.4 % კი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებზე გადანაწილდა.

ევროპული საქართველოს დაკვეთით ჩატრებული ეგზიტპოლი, შედეგის თვალსაზრისით, ახლოს დგას „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებთან. ევროპული საქართველოს ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლის ხმების 37 %, სალომე ზურაბიშვილმა 34 %, დავით ბაქრაძემ 17 %, შალვა ნათელაშვილმა კი 5 % მიიღო.

ტელეკომანია „რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლის ჩატარება კომპანია Edison Research-ს დაუკვეთა და ის 4 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს მოიცავდა. ქართული ოცნების დაკვევით ეგზიტ პოლი კომპანია „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა და პარტიის მიერ გასაჯაროებული მონაცემები 7 საათისთვის არსებულ ვითარებას ასახავდა. ევროპული საქართველოს დაკვეთით ეგზიტპოლი კი, კომპანია BCG-ის მიერ ჩატარდა და მასში 4 საათისთვის არსებული მონაცემი იყო ასახული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button