ახალი ამბები

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ოქტომბერში საპარლამენტო ასამბლეის პირველ სესიას გამართავენ

Tags

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დეპუტატების საპარლამენტო ასამბლეის პირველ სესიას თბილისი ოქტომბრის დასაწყისში უმასპინძლებს. ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ეს განცხადება 20 სექტემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელმაც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის ათწევრიანი დელეგაცია დაამტკიცა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველ, მოლდოველ და უკრაინელ დეპუტატებს „გვაქვს ძალიან მჭიდრო სამმხრივი თანამშრომლობა პირველ რიგში, საპარლამენტო ფორმატში და ჩვენი ამოცანაა, ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და მისთვის ინსტიტუციონალიზებული სახის მიცემა“.

„ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები და საერთო ამოცანები. ჩვენი საერთო მიზანი არის ევროინტეგრაცია, საერთო გამოწვევა გახლავთ ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთის ფედერაციასთან არსებული პრობლემები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე შეთანხმებას სამმა პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 9 ივნისს კიევში მოაწერა. ასამბლეა საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე რეგულარული კონსულტაციების ფორუმს წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button