ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარ-ივლისში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 24.4 %-ით გაიზარდა და 7.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.8 %-ით გაიზარდა და 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტის მოცულობა 22.9 %-ით გაიზარდა და 5.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, უარყოფითი სავაჭრო ბრუნვა კი 3.3 მილიარდი აშშ დოლარია.

წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 25.6 %-ით გაიზარდა და 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 417.7 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.2 %-ით არის გაზრდილი. ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი, 27.2 %-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33.5 %-ით გაიზარდა 2.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში წინა წელთან შედარებით, 52.1 %-ით გაიზარდა და 872.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24.7 %-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, 1 მილიარდი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი, 760.9 მილიონი, 611.7 მილიონი და 584.1 მილიონი აშშ დოლარით.

მათ 367.6 მილიონი აშშ დოლარით უკრაინა, 345.2 მილიონი აშშ დოლარით სომხეთი, 300 მილიონი დოლარით აშშ, 279.4 მილიონი აშშ დოლარით გერმანია, 246 მილიონით აშშ დოლარით ბულგარეთი და 183.8 მილიონით აშშ დოლარით საფრანგეთი მოსდევს.

251.8 მილიონი აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი აზერბაიჯანია, შემდეგ მოდის რუსეთი, თურქეთი და სომხეთი, 240.8 მილიონი, 172.6 მილიონი და 150.2 მილიონი აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანია, 828.2 მილიონი, 520 მილიონი, 505.5 მილიონით და 332.2 მილიონი აშშ დოლარით.

2018 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 278.1 მილიონი აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო (მთლიანი ექსპორტის 19.1 %), შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 205.9 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 14.2 %), მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 203.1 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 14 %), ღვინო – 105.6 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 7.3 %), სამკურნალო საშუალებები – 80.8 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.6 %), სპირტიანი სასმელები – 72.8 მილიონო აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5 %), სიგარეტი – 66.2 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.6 %), მინერალური წყლები – 62.7 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.3 %), აზოტოვანი სასუქები – 59 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.1 %), ოქრო – 45.5 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.1 %), დანარჩენი საქონელი – 691.6 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 18.8 %).

2018 წლის იანვარ-ივლისში, ნავთობის და ნავთობპროდუქტები 489.3 მილიონი აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია (მთლიანი იმპორტის 9.4 %), შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 335.3 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 6.5 %), სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 218 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 4.2 %), სამკურნალო საშუალებები – 191.1 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 3.7 %), ნავთობის აირები – 170.3 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 3.3 %), სატელეფონო აპარატები – 104.5 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 2 %), სიგარეტები – 84.2 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.6 %), გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 81.7 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.6 %), აირის ტურბინები – 80.7 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.6 %), ხორბალი – 62.4 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.2 %), დანარჩენი საქონელი – 3.4 მილიარდი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 64.9 %).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button