skip to content
ახალი ამბები

ერდოღანმა საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო

საქართველოში მცხოვრები თურქი ამომრჩევლების 36.2%-მა 24 ივნისის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისცა, რის შედეგადაც, ის მის მთავარ კონკურენტს, მუჰარემ ინჯეს საკმაოდ ჩამორჩა – მან ხმების 49.3% მიიღო.

ერდოღანმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიც წააგო. მისმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ 28.7%, ხოლო სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 37.2% მოიპოვა.

საქართველოში თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 799 ამომრჩევლიდან 590-მა მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობა 32.8% იყო.

საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა – ერთი თბილისში, თურქეთის საელჩოში, ხოლო მეორე ბათუმის გენერალურ საკონსულოში.

არჩევნების შედეგები ორივე ადგილას განსხვავებული იყო. თბილისში ხმათა უმრავლესობა 52.4% მუჰარემ ინჯემ მოიპოვა, ხოლო ერდოღანმა ხმების 31.8% მიიღო. ბათუმში კი ხმები ასე გადანაწილდა – 45.2% ინჯეს, ხოლო 42.3% ერდოღანს ერგო.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც ანალოგიური იყო – სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისსა და ბათუმში ხმების 39.9% და 33.6% მიიღო, ხოლო სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ – 25.2% და 33.6%.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button