14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედგები დიდ ინტერესს იწვევდა რეგიონში.
როგორია თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები?
მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ხმების 49.50%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი 44.89% მიიღეს და მეორე ტურში, 28 მაისს შეეცილებიან ერთმანეთს.
დანარჩენი კანდიდატებიდან, სინან ოღანმა ამომრჩეველთა 5.17%-ის, ხოლო მუჰარემ ინჩემ, რომელმაც არჩევნებამდე სამი დღით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, 0.44%-ის მხარდაჭერა მოიპოვეს.
როგორია საპარლამენტო არჩევნების შედგები?
საპარლამენტოა რჩვენებში მმართველმა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ – (AKP) გაიმარჯვა და 266 ადგილი დაიბევა 600-დეპუტატიან პარლამენტში. მეორე ადგილზე გავიდა მთავარი ოპოზიციური ძალა, რესპუბლიკური სახალხო პარტია გავიდა (CHP) 169 ადგილით, მესამეზე პრო-ქურთული მწვანეთა მემარცხენე პარტია (YSP) – 62 ადგილი, მეოთხეზე – ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (MHP) , რომელიც მმართველ რესპუბლიკურ ალიანსშია (Cumhur İttifakı) – 50 ადგილი, ხოლო მეხუთეზე კარგი პარტია (İYİ) რომელიც ოპოზიციურ სახალხო ალიანსშია (Millet İttifakı) – 44 ადგილით,.
წინასთან შედარებით ახალ პარლამენტში მმართველი პარტია AKP-ს დეპუტატთა რაოდენობა 19-ით შემცირდა, ხოლო მისი მოკავშირე MHP-ის 2-ით გაიზარდა. ჯამში მმართველი რესპუბლიკური ალიანსი თურქეთის 600 კაციან პარლამენტში უმრავლესობაშია. მთავარი ოპოზიციური პარტიის CHP-ის დეპუტატთა რაოდენობა 35-ით გაიზარდა, მისი მოკავშირე İYİ-ის კი 8 დეპუტატით. რაც შეეხება პრო-ქურთულ YSP-ის მას 6-ით მეტი დეპუტატი ეყოლება ახალ პარლამენტში.
საბოლო ჯამში, ოპოზიციამ წინა არჩევნებთან შედარებით შედეგი გააუმჯობესა, თუმცა უმრავლესობაში კვლავ მმართველი ალიანსი რჩება.
როგორ ჩაიარა არჩვენებმა?
არჩევნებში ამომრჩეველთა 89% მიიღო მონაწილეობა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ზოგადად თურქეთში არჩვენებში ამომრჩეველთა მაღალი მონაწილეობა უჩვეულო ამბავი არ არის.
მართალია, თურქეთში არჩვენებში მონაწილეობა სავალდებულოა, მაგრამ როგორც წესი არჩევნებზე წაუსვლელობისათვის გათვალისწინებული ჯარიმას არ ამოქმედებენ და შესაბამისად, ამომრჩეველთა მონაწილეობის მაღალი მაჩვენებელი ამით ვერ აიხსნება.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ დადებითად შეაფასა ხმის მიცემის პროცესი იმ 991 საარჩევნო უბნის 96%-ზე, სადაც ეს მისია მოქმედებდა. თუმცა საარჩვენო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან, სახელმწიფო მედიასაშუალებების მიუკერძოებლობასა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა. გარკვეული პრობლემების მიუხედავად ოპოზიციას არჩვენების შედეგები ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
რა იყო მთავარი მოულოდნელობა?
საპრეზიდენტო არჩვენებში სინან ოღანის მიერ მიღებული ხმების 5.17%-ი ამ არჩევნების მთავარ მოულოდნელობად შეფასდა. ამ ეტაპზე იგი საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს მხარდაჭერას არ უცხადებს.პირველი ტურის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია მასსა და ქილიჩდაროღლუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის თაობაზე. ოღანი თავისი მხარდაჭერის საფასურად წამყვანი კანდიდატებისაგან ითხოვს მტკიცე პოზიციის დაკავებას ქურთული მშრომელთა პარტიის (PKK) წინააღმდეგ და მილიონობით ლტოლვილის რეპატრიაციის კონკრეტული განრიგის შემუშავებას. ქილიჩდაროღლუმ, რომელსაც ქურთების ხმების იმედიც აქვს, უკანასკნელ გამოსვლაში განაცხადა, თუ ამირჩევთ, ათ მილიონამდე ლტოლვილს სახლებში გავისტუმრებო და ამით ოღანს გაუგორა კოჭი. ვრცელდება ცნობები, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ოღანს შეხვდა და ესაუბრა – მათ შორის ურთიერთგაგება ქურთების საკითხზე უფროა მოსალოდნელი.
პროგნოზი საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურის წინ
პირველ ტურში ნაჩვენები შედეგიდან გამოდინარე დამკვირვებელთა უმეტესობა მეორე ტურში ერდოღანის გამარჯვებას ვარაუდობს. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ მეორე ტურამდე მცირე დროა დარჩენილი და შესაბამისად, ოპოზიციისთვის რთულია სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეცვალოს. თუმცა კანდიდატებს შორის განსხვავება საკმაოდ მცირეა და არც ქილიჩდაროღლუს გამარჯვების გამორიცხვა იქნებოდა გამართლებული.