ახალი ამბები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 2 აგვისტო

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ. 

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.

2 აგვისტო:

  • რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურმა ვალერი ევტუხოვიჩმა განაცხადა, რომ „რუსეთი არ დაუშვებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თავისი მოქალაქეების წყენინებას“ და რომ საჰაერო-სადესანტო ძალები, საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, დაეხმარონ სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუს სამშვიდობოებს.
  • სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ, განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლოა „ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები“ ჩაერთონ.
  • რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა, თეიმურაზ მამსუროვმა, ედუარდ კოკოითის საქართველოს მხრიდან ”აგრესიის მოგერიებაში” დახმარება აღუთქვა.
  • ცხინვალმა ადგილობრივი ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button